პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს უთხრა, რომ უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიდის ბრძოლები, მოდით, ადამიანების სიკვდილის შესაჩერებლად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს მიმართავს
Print