"მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს" - ზელენსკი
„მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა?! ეს საკმარისი არ არის. დღეს 27 ევროპელ ლიდერს ვკითხე, შევა თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, თუმცა ჩვენ არაფრის არ გვეშინია.

ჩვენ მარტო დავრჩით. არავის სურს ჩვენთვის ბრძოლა. მათ არ სურთ ჩვენი ნატოში მიღება, რადგან უსაფრთხოების გარანტიების ეშინიათ.

ახლა ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ჩვენს არმიაზე და ხალხზე, თქვენს სიბრძნეზე და უკრაინის ყველა მეგობრის დიდ მხარდაჭერაზე.

მე ჩემს ხალხთან ერთად დედაქალაქში ვრჩები. ჩემი ოჯახიც უკრაინაშია. გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერმა ნომერ პირველ სამიზნედ მე ამირჩია, ნომერ მეორე სამიზნედ კი ჩემი ოჯახი."“
- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.




Print