უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს - გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, განადგურდა სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 24 თებერვლის ღამიდან ამ დრომდე, 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას. არესტოვოჩის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის 10-მდე დაღუპულზე.

წყარო: mtavari.tv
Print