"რუსეთი ოკუპანტის ძახილმა ტერიტორიების 22% დაგვაკარგინა" - ხელმომწერი დეპუტატი ბორჯომის საკრებულოდან
„საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში!“ - ამ შინაარსის წერილი 54 ორგანიზაციის სახელით თბილისიდან პუტინს გაეგზავნა. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც მიმართვას ხელი მოაწერა ბორჯომის საკრებულოდან პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ტატიანა მარტინენკოა.

ტატიანა მარტინენკომ ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, რომ წერილის შინაარსი დიპლომატიურ დონეზეა შედგენილი და მას ეთანხმება. პატრიოტთა ალიანსის ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა ყველას გონიერება მართებს და მხოლოდ რუსეთი ოკუპანტის ძახილმა, ტერიტორიების 22 % დაგვაკარგინა.


რატომ მოაწერეთ ხელი ამ მიმართვას? რატომ ხართ წინააღმდეგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების და რა არის ხელმოწერების მიზანი?

"წერილის შინაარსი დიპლომატიურ დონეზეა შედგენილი, ნატოში შესვლა არამხოლოდ. სხვა შინაარსია, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. რადგან ნატოს კარი მხოლოდ ღიაა და 30 წელია სხვა არაფერი ხდება... ახლა ყველას გონიერება მართებს, მთავრობას. მხოლოდ რუსეთი ოკუპანტის ძახილმა ტერიტორიების 22% დაგვაკარგინა" - გვიპასუხა აღნიშნულ კითხვაზე ტატიანა მარტინენკომ.

ხელმოწერებს სოციალურ ქსელში და არამხოლოდ სოციალურ ქსელში, მოჰყვა განსხვავებული აზრი და შეფასებები. მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ხელმოწერების ავტორთა პოზიცია არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას და არ აქვთ უფლება, მათი სახელით ისაუბრონ ამ ადამიანებმა. ქვეყნის უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატოში და ფიქრობს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ქალბატონო ტატიანა, რას უპასუხებდით ამ მოქალაქეებს?

"კი, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა. მხოლოდ ოკუპანტის ძახილით ვართ იქ, სადაც ვართ" - ამბობს ტატიანა მარტინენკო. 



შეგახსენებთ, ტატიანა მარტინენკო, რომელმაც აღნიშნულ მიმართვას ხელი მოაწერა, ბორჯომის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის სახელითაა შესული. ის ბოლო ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია. ახალი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოში აღნიშნულ პარტიას ეს ერთადერთი დეპუტატი ჰყავს.



„საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში!“ - წერილობით მიმართვას ხელს აწერენ:



Print