Error
ინტერაქტიული მულტიმედია
აბასთუმანში ისტორიული სახლების აღდგენა დასრულდა
კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა დასრულდა

ასე გამოიყურება დღეს აღდგენილი ისტორიული სახლები:








დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს - აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა

განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა





დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა,  აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია



მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია.
მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი.

იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც.


ფოტო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
Print