ეს საინტერესოა
მტრედის ხიდი
1968 წელს მომხდარმა წყალდიდობამ ბორჯომის ხეობა დააზარალა. მდინარე მტკვარმა დატბორა ეზოები, სახლები და წაიღო ხიდები. დღევანდელი მტრედის ხიდის ადგილზე იყო პატარა კონწიალა ხიდი, რომელიც მოვარდნილმა წყლამა გაანადგურა. მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ერთმანეთს მოწყდა. საჭირო გახდა ახალი ხიდის აგება, მაგრამ ადიდებული მდინარე მშენებლებს საშუალებას არ აძლევდა, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე ბაგირი გაებათ. გადმოცემის თანახმად ხიდის მშენებლობა მტრედს უკავშირდება.
Print