ინტერაქტიული მულტიმედია
ცხოვრება საზღვარზე
სამი ოკუპირებული ტერიტორია. 2017 წელი. ​უკანონო საზღვარი სოფლებსა და ქალაქებს, ნათესავებსა და მეგობრებს ჰყოფს. ასეთი საზღვრები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთთან ომების შედეგად გაჩნდა. ამ საზღვრებ​ის ორივე მხარეს არა პოლიტიკა და ისტორია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. დოკუმენტური ფილმის “ცხოვრება საზღვარზე” ავტორებმა ეს ადამიანები მოინახულეს და მათი ​რეალური ტრაგიკული ისტორიები ჩაწერეს. ეს ისტორიები იმ ადამიანებზეა, რომლებიც არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებთან ცხოვრობენ, არამედ გამძლეობის ზღვარზე იმყოფებიან. მასალის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს
Print