ინტერაქტიული მულტიმედია
ექიმები გაუსაძლის პირობებში
ბაკურიანში, სოფლის ამბულატორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. მოძველებულ შენობაში წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სველი წერტილები არ არსებობს. შეშას ადგილობრივი ექიმები სახლიდან ეზიდებიან და ერთი პატარა ოთახის გათბობას ძლივს ახერხებენ. მედიკოსებისთვის არც ტრანსპორტია გამოყოფილი. გამოძახებისას, პაციენტთან ბინაზე მისასვლელად ხანდახან კილომეტრების ფეხით გავლაც უწევთ. პირველადი დახმარების მედიკამენტებსაც საკუთარი ხელფასიდან ყიდულობენ. მულტიმედია მასალის სრულად სანახავად დააკლიკეთ ბმულს.

https://ninovartapetiani.atavist.com/eqimebi-gausadzlis-pirobebshi
Print