ხანძარი ბორჯომის ხეობაში
"ახალციხე სულ ჭვარტლშია გახვეული" - რას ამბობენ ადგილობრივები სოფელ აწყურიდან
დღეს დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავები. შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში სულ გათვალისწინებულია 3 სახანძრო თვითმფრინავი. მიუხედავად ამისა, მდგომარეობას ართულებს მაღალი ტემპერატურა და ქარი.

სანამ პროცესში თურქული ავიაცია ჩაერთვებოდა, ხანძრის ქრობა ადგილობრივი ძალებით ხდებოდა. გუშინ საღამოს მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ბორჯომის შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ახალციხის სოფლების მიმართულებით. შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. აწყურში მცხოვრებლები, ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ხანძრით გამოწვეულ რისკებზე საუბრობენ.

Print