ხანძარი ბორჯომის ხეობაში
,,ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარზეა გავრცელებული''- ლევან დავითაშვილი
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ლევან დავითაშვილმა, ბორჯომის ხეობაშიგაჩენილი ხანძრზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარზეა გავრცელებული. ვიცე პრემიერის თმით, ახალა მთავარია ხანძრის ლოკალიზება მოხდეს, რომ უფრო დიდ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს. 

„არსებული ინფორმაციით, დღეს, გარკვეულწილად, ხანძრის ლოკალიზება ხდება. შესაბამისად, თუ ქარი არ მოიმატებს და ამინდი საშუალებას მოგვცემს, პრინციპში, ერთი ან ორი დღის ფარგლებში, ხანძრის კერები სრულად უნდა ჩაქრეს. ეს ძალიან რთული პროცესია. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება. თუ ქარი ავიაციას [მუშაობის] საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად შეიძლება ხანძრის ლოკალიზება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ ზერეთის მიმდებარედ ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. გუშინ სიტუაცია გართულდა და ხანძარის კერები გაჩნდა სოფელ დგვარის მიმდებარე ტყეში.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი განმარტავს, ბორჯომში ხანძრის ლოკალიზებისთვის ადგილზე მობილიზებულია 1000 მეხანძრე-მაშველი, ჩართულია თავდაცვის სამინისტრო. ცოცხალ ძალასთან ერთად ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს 4 ვერტმფრენი

ვიცე-პრემიერის თქმით ბორჯომში ადგილზე ჩავლენ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ისინი ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს.


Print