ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ბორჯომში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან, 21 აგვისტოდან, ვერტმფრენი ჩაერთო.




თემის რწმუნებულის ცნობით, ღამე ნაკლები ხილვადობის და ქარის გამო გართულდა ცეცხლის ქრობა, თუმცა, მისი თქმით, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ და ცეცხლს მეტად გავრცელების საშუალება არ მისცეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორია არის კლდოვანი და მიუვალი, რის გამოც ტექნიკის ადგილამდე მიყვანა იყო გართულებული.

ხანძრის ქრობის პროცესში ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არინ დამატებითი ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.

ცნობისთვის, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გუშინ, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.


მავე თემაზე:


"ზორეთში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია" - თემის რწმუნებული;

ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - მიმდინარეობს სამუშაოები;

ზორეთის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებული ამ დრომდე არ არის
Print