ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები გადაიდო
ბორჯომში, ქალთა დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებები გადაიდო. კულტურის სამსახურის ინფორმაციით, მათი აღნიშვნა სავარაუდოდ 2 კვირის შემდეგ მოხდება.  სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კორონავირუსის გამო, 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აღარ გაიმართება. შესაბამისად, ეს დავალება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს შეეხო. მარინა ხუჯაძის განცხადებით, ბორჯომის იმ კულტურის და საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც ღონისძიებები დროებით გადაიდო, ამ პერიოდში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
Print