ბაკურიანობის დღესასწაულს გალა-კონცერტი აგრძელებს
ბაკურიანში მთის კურორტის ვიზიტორებისა და ადგილობრივების განწყობაზე ჯგუფი "no comment" - ი ზრუნავს. დასკვნითი კონცერტის დაწყებამდე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ბაკურიანელები. ამ ტიტულის მფლობელები ტრამპლინიდან ხტომაში სახელგანთქმული სპორტსმენი კობა წაქაძე და ელექტრიკოსი ვიქტორ ნაგოგა გახდნენ. ისინი დიპლომებით, სამკერდე ორდენებით და სახელობითი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.შეგახსენებთ, რომ გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
Print