მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული იფორმაციით, მსახიობს მძიმე დაავადება - სიმსივნე ჰქონდა. ბოლო პე­რი­ოდ­ში იწვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რა დროსაც გარდაიცვალა.

ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
შესრულებული როლები:
1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (შორენა) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე;
1972: „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ (ლალი) რეჟ. დევი აბაშიძე;
1973: „ლევან ხიდაშელი“ ( მარინე) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი;
1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (ლალი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე;
2003 :„კიდევ ერთი ქართული ისტორია“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი.
Print