ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით მისამართს შეიცვლის
მიმდინარე წლიდან ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. განთავსებული ექსპონატები ზაფხულიდან მისამართს შეიცვლის. საგამოფენო სივრცეები მოეწყობა პარკში, ბორჯომის მინერალური წყლის საექსპორტო შენობაში. თანამშრომლები იქ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იქნებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნული პროცესი ადგილზე დაათვალიერეს და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
Print