განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის ინიციატივა ბორჯომელებმა შეაფასეს
განათლების და კულტურის სამინისტროები შესაძლოა ისევ გაიყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით „განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მისი განცხადებით, პროცესი თებერვალში დაიწყება, დადგენილებას მთავრობა მიიღებს და შემდეგ განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. სამინისტროების გაყოფის საკითხი ბორჯომში ადგილობრივებმა შეაფასეს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მაშინ განათლების სამინისტროს შეუერთდა.
Print