მარჯანიშვილის თეატრი ბორჯომში
შაბათს, 6 აპრილს 17:00 საათზე ბორჯომელ მაყურებელთან შესახვედრად მსახიობები გია ბურჯანაძე და ნანი ჩიქვინიძე ჩამოდიან. ,,სასიყვარულო ბარათებმა“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენიდან ბორჯომის კულტურის სახლში გადმოინაცვლეს.

გეძლევათ შანსი - დროებით დაივიწყოთ მოსაწყენი ყოველდღიურობა, გაილამაზოთ წუთები, გაიხსენოთ პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, მონატრება, ზოგჯერ იმედგაცრუებაც და სინანულიც.

ეს მოკლედ, დანარჩენი კი შაბათს, 6 აპრილს, 17 :00 საათზე. ამოქექეთ უძველესი ,,სასიყვარულო ბარათები“ და ისიამოვნეთ. ბილეთის ფასი 10 ლარი.

Print