ასფალტზე ხატვა, გამოფენა, სპორტული აქტივობები - 26 მაისი ბორჯომში
საზეიმო ღონისძიებები ასფალტზე ხატვით გაგრძელდა, კოსტავას სახელობის მოედანი პატარებმა ფერადი ცარცებით მოხატეს, მათი ნამუშევრები ქვეუყნის დამოუკიდებლობას მიეძღვნა

კოსტავას სახელობის ბაღში კი გამოფენა გაყიდვა მოეწყო, საკუთარი ნამუშევრები ბორჯომის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებმა და შშმ პირთა დღის ცენტრის "თებეს" ბენეფიციარებმა წარმოადგინეს,

ღონისძიებები სპორტული აქტივობებით გაგრძელდა, ამჯერად ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნას სასპორტო სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები შეუერთდნენ.

ამის შერმდეგ კი ღონისძიებებში მონაწილე გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.


Print