მსვლელობა და კონცერტი - 26 მაისი ბორჯომში
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნა ბორჯომში 9 აპრილის მემორიალიდან დაიწყო. პატივი მიეგო ქვეყნის დამოუკიდებლობას შეწირული გმირების ხსოვნას. ყავილებით შეიმკო 9 აპრილის მემორიალი.

ამის შემდეგ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, მომღერლებმა, სპორტსმენებმა. მოსწავლეებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მსვლელობა მოაწყეს. მსვლელობა კოსტავას სახელობის მოედანზე დასრულდა, სადაც საზეიმო კონცერტი დაიწყო.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდა 100 წლისთავი - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.


Print