ვახტანგ ჯინჭველაძის ნახატების გამოფენა ბორჯომში
ბორჯომში, მხატვრის ვახტანგ ჯინჭველაძის ნამუშევრები გამოიფინა.მხატვრის 1000-ზე მეტი ნამუშევრიდან,გამოფენისთვის 150-მდე ნახატი შეირჩა. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებიდან,ჭარბობდა პეიზაჟები,პორტრეტები და პატრიოტული სულისკვეთებით შექმნილი ნამუშევრები.ნახატები ხალასი,ნათელი ფერებით და შესრულების ინდივიდუალური ტექნიკით გამოირჩეოდა.გამოფენაზე ასევე,წარმოდგენილი იყო ვახტანგ ჯინჭველაძის შვილების ნამუშევრებიც.
მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო,ნამუშევრები საკრებულოს შენობაში გამოიფინა.გამოფენის დათვალიერება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
Print