"ბაკურიანობა 2018" - სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე
14:45 / 26.02.2018
24 და 25 თებერვალს, "ბაკურიანობა 2018" საზეიმოდ აღინიშნა. ორი დღის
განმავლობაში ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები
, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარზე მეტით დაფინანსდა. სახალხო
დღესასწაული, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, ახალგაზრდობის
საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის
მხარდაჭერით გაიმართა. ბაკურიანობა, ტრადიციული დღესასწაულია და ყოველ
წელს აღინიშნება.