რა ღონისძიებები იგეგმება ბორჯომში ახალ წელს
ბორჯომი ახალი წლისთვის ემზადება. 31 დეკემბერს, ქალაქში და ბაკურიანში საახალწლო კონცერტი გაიმართება, სადაც მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ. დღის განმავლობაში, ქალაქისა და სოფლის ქუჩებში ივლის თოვლის ბაბუა და პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს. საახალწლო ღონისძიებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო ტურისტს +" ჩაატარებს. რაც შეეხება ქალაქის იერსახეს, ბორჯომი წელს ახალი ნაძვის ხის გარეშე დარჩა, თუმცა ქალაქის ცენტრში უკვე მოირთო ერთ-ერთი ნაძვის ხე.
Print