სპექტაკლის პრემიერა ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში
ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა დღეს პატარა მაყურებლებს სპექტაკლის პრემიერა შესთავაზა. "ზებრინიო უკარება"-ასე ერქვა წარმოდგენას, რომელზეც თაეტრის მსახიობები ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
პრემიერას ესწრებოდნენ ლიკანის N3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სხვა მოწვეული სტუმრები.
წარმოდგენა რეაბილიტირებულ დარბაზში გაიმართა.
მსახიობები ამჯერად საახალწლო სპექტაკლზე მუშაობენ.
Print