დევიდ მაკი ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრს ესტუმრა
ცნობილმა ილუსტრატორმა დევიდ მაკმა დღეს ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მასტერკლასი გამართა ,რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.დევიდ მაკმა ხატვის ლაივ დემონსტრაცია მოაწყო და კომიქსების მოყვარულების კითხვებს უპასუხა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს უფასოდ გადაეცა ქართული კომიქსის "ფატალური შეცდომის" უახლესი გამოშვება.დევიდ მაკი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.
Print