სპექტაკლის ჩვენება და გასართობი თამაშები ბორჯომში ბავშვებისთვის
16:33 / 01.06.2017
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ღონისძიებები ბორჯომში 12:00 საათიდან დაიწყო.
"ბატონი ზომერი" - ასე ერქვა სპექტაკლს, რომლის ჩვენებაც დღეს,
ბორჯომის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მოეწყო. ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღე, პატარა მაყურებლებს მსახიობებმა სცენიდან
მიულოცეს.
სპექტაკლის შემდეგ, გასართობი თამაში დაიწყო. პატარების განწყობაზე
თეატრ "სინთეზი"-ს მსახიობებმა იზრუნეს.