ახალციხეში "ვეფხისტყაოსნის" გადაწერაში მონაწილეობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიიღო
ხელნაკეთ წიგნში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პირველი სტრიქონები ჩაიწერა. “ვეფხისტყაოსნის” გადაწერაში მონაწილება მიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრმაც. მიხეილ გიორგაძე ახალციხეში რუსთაველის დღეებს დაესწრო, რომელიც მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნება. მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი "ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით "იმოგზაურებს". 21-ე საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის თემატიკაზე სემინარი მოეწყო, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლოებთან ერთად რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები, რუსთველოლოგები, სტუდენტები და მოსაწავლეები დაესწრნენ. პარალელურად გაიმართა ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. 15 მაისის ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლის “მესხეთისა” და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდა. რუსთაველის დღეების ფარგლებში 16 მაისს "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა და ღია გაკვეთილები მოეწყობა.


Print