კონკურსში გამარჯვებული სპექტაკლის ჩვენება ბორჯომის თოჯინების თეატრში
"ბატონი ზომერი"-ასე ჰქვია ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს, რომელიც 2016 წლის საუკეთესო თოჯინურ სპექტაკლად აღიარეს. თეატრს აღნიშნული ჯილდო, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადაეცა. დღეს სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ლიკანის მესამე საბავშვო ბაღის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები დაესწრნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელმა შალვა გოგოლაძემ პატარა მაყურებლისთვის მასტერკლასი გამართა.
Print