სპექტაკლის პრემიერა ბორჯომის თოჯინების თეატრში
გუშინ ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში იაპონური ზღაპრის "თაგვების სუმოს" პრემიერა გაიმართა.პრემიერა პროექტის "საჩუქარი ბავშვებს" ფარგლებში ჩატარდა. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ბავშვებისათვის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები შეიძინა და მათ საჩუქრად გადასცა.შეგახსენებთ,რომ თოჯინების თეატრის პროექტი "საჩუქარი ბავშვებს" მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას ბავშვების კულტურულ-შემოქმედებით აღზრდასა და მათ განვითარებაში.
Print