"იზრუნე და გაახარე" - ბორჯომში "თებე" ახალ ინიციატივას იწყებს
ბორჯომში, დღის ცენტრი "თებე" ახალი
ინიციატივის განხორციელებას იწყებს.
"იზრუნე და გაახარე" - ასე ჰქვია
ინიციატივას, რომელიც ოთახის მცენარეების განაშენიანება/წარმოებას
გულისხმობს. ამ იდეის ავტორი კი თინათინ ლაღიძეა, რომელმაც პროექტი
დაწერა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა ორბელიანი მეტის ფონდიდან
განხორციელდა.
"თებე ინიციატივა “იზრუნე და გაახარე”-სთან ერთად იწყებს
ოთახის მცენარეების განაშენიანება/წარმოებას . თებეს ბენეფიციარებმა
ჩემთან ერთად უკვე დაიწყეს ოთახის მცენარეების გამრავლება (მომავალში
უკვე ეზოს და გარე ფასადის მცენარეებიც გვექნება), ამ ეტაპზე გვაქვს
ქლოროფიტუმისა და ბალბის ნერგები რომლებსაც ვამზადებთ
გამოფენა-გაყიდვისთვის. ძალიან მალე, სავარაუდოდ აგვისტოში, გვექნება
ნერგები რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება" -
აცხადებს იდეის ავტორი თინათინ ლაღიძე
თებეს ახალი ინიციატივა უკვე სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი. Facebook
გვერდი Care Today, Happiness Tomorrow სწორედ
ამ სიახლის შესახებ გვიზიარებს ინფორმაციებს, რომლის გაცნობაც
ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გააზიარეთ :