მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბორჯომში 4 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაწყებული საახალწლო ღონისძიებები − „ახალი წლის დღეები საქართველოში“ - 23 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიმართება. გალა კონცერტზე მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები წარდგებიან და მოქალაქეების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ.

გამონაკლისი არც ბორჯომის მუნიციპალიტეტია სადაც საახალწლო ღონისძიება 4 იანვარს გაიმართება. სტუმრების, განსაკუთრებით ბავშვების განწყობაზე თოვლის ბაბუა დამხმარეებთან ერთად, კოსტიუმირებული გმირები, ილუზიონისტები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. მოეწყობა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საშობაო სათამაშოების სახელოსნო. საშობაო ბაზრობაზე კი ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გელოდებათ. საღამო გრანდიოზული გალა-კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.

Print