უგულშემატკივრე საქართველოს - საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე
Გახსენით ქვემოთ მოცემული ბმული, უყურეთ მოკლე ვიდეოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებზე, აირჩიეთ საქართველო და კიდევ 2 ნებისმიერი ქვეყანა და დააჭირეთ ღილაკს VOTE.

Ხმის მიცემა უფასოა! (ხმის მიცემის დროს შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ტოლობა)

თითოეული ხმა გადამწყვეტია!


შეგახსენებთ, წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.


16 მონაწილე ქვეყნის რიგითობა გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი.



პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგებიან.


საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.


რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
Print