25 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე - ბორჯომში რამაზ ჩიკვილაძის საიუბილეო საღამო გაიმართა
15:18 / 18.08.2023
რამაზ ჩიკვილაძის 50 წლის საიუბილეო
ღონისძიება გაიმართა ბორჯომში, ცენტრალურ-ისტორიულ პარკში.მას მსოფლიო საოპერო სცენებზე ყოფნის
25 წელი შეუსრულდა.
წარმოშობით ბორჯომელმა საოპერო მომღერალმა საიუბილეო საღამოს გამართვა
მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა.
ბორჯომში წარმოდგენილი იყო თბილსის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის თეატრის სომფონიური ორკესტრი. ოპერის წამყვან
სოლისტებთან ერთად შესრულდა ქართული და უცხოური რეპერტუარი.
საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის, სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო, მხარდამჭერი კი ბორჯომის
მუნიციპალიტეტი.