ფერადი და მხიარული კარნავალი - ბორჯომში მუსიკალური საღამო აღინიშნა
22:33 / 30.07.2023
ბევრი ფერები, პოზიტიური განწყობა და
მხიარული კარნავალი - ბორჯომში მუსიკალური საღამო გაიმართა.
კოსტავას სახელობის სკვერში მოეწყო გასართობი და შემეცნებითი
აქტივობები ბავშვებისთვის. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ მოწვეული
ანიმატორები.
ადგილობრივმა მეწარმეებმა ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
მოაწყეს.
შემდეგ კი ბორჯომელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის კონცერტი
ჩატარდა. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნოდარიკო ხუციშვილმა ბენდთან
ერთად და ჯგუფმა შერეკილებმა.
მუსიკალური საღამოები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მთავრობის
ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.