სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.

გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.

Print