ბორჯომში რეაბილიტირებული თოჯინების თეატრი გაიხსნა
დაახლოებით სამთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა მუშაობა განაახლა. განახლებული სივრცის გახსნას კულტურის მინისტრი ესწრებოდა. გაიმართება ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ხუთივე თეატრის საინფორმაციო ბაზას აერთიანებს. ასევე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“.
Print