ბორჯომიდან ორმა ანსამბლმა კულტურის სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა
„ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“ - ასე ერქვა კონკურსს, სადაც ბორჯომიდან ორმა ანსამბლმა გაიმარჯვა. ვოკალურმა ანსამბლებმა „ოქტავამ“ და „ბორჯომმა“ დაფინანსება მოიპოვეს სხვადასხვა რეგიონში კონცერტების ჩასატარებლად. გასვლითი კონცერტები რაჭაში, ზაფხულში გაიმართება. კონკურსი ქვეყნის მასშტაბით კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა.
Print