ბორჯომში მარინა რატიანის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
მარინა რატიანის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ბორჯომის სამუსიკო სკოლაში. მოქმედმა და ყოფილმა მოსწავლეებმა, პედაგოგისთვის შეასრულეს სხვადასხვა ნაწარმოები და იუბილარს მიულოცეს დაბადების დღე. კლასიკური მუსიკის საღამო დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მარინა რატიანი უკვე 40 წელია ბორჯომის სამუსიკო სკოლაში მოზარდებს კლასიკურ მუსიკას ასწავლის.
Print