ჯაზ კვინტეტი ბორჯომში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის აღსანიშნავად
კაილი ო დოერტის ჯაზ კვინტეტი ბორჯომში. ბენდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ნიუ იორკიდან ჩამოვიდა საქართველოში. შეასრულეს სხვადასხვა კომპოზიცია, მათ შორის ქართულ ენაზე იმღერეს "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა".

ბორჯომში ჯაზ კვინტეტის კონცერტი ქართულ-ამარიკული ურთიერთობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტი, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. კაილი ო დოერტის ჯაზ კვინტეტის კონცერტი სხვადასხვა რეგიონში ტარდება.

Print