"ღვინის დღეები" ბორჯომში - მესხური ღვინის და კერძების გამოფენა-გაყიდვა
ბორჯომში ღვინის დღეები აღინიშნა. ახალი ყოველწლიური ფესტივალი ცენტრალურ-ისტორიულ პარკში გაიმართა. მოეწყო კუთხეები, სადაც რეგიონიდან ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოიტანეს. მესხური ღვინო წარმოადგინეს სამცხე-ჯავახეთში ღვინის მწარმოებლებმა. ღვინოსთან ერთად, მოეწყო მრავალფეროვანი კერძების სივრცე. ცალკე წარმოდგენილი იყო მესხური ყველის კუთხე. თონეში გამოაცხეს პურები, ამოავლეს ჩურჩხელები, მოამზადეს ფელამუში. ადგილობრივებმა და ქალაქის სტუმრებმა ნაწარმი დააგემოვნეს.

ასევე, ჩატარდა კოსტიუმირებული „მოსიარულე“ მუსიკალური ორკესტრი, ხელნაკეთი და სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს კი გაიმართა კონცერტი, მოწვეული მომღერლების მონაწილეობით.

„ღვინის დღეები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-და 15 ოქტომბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.


(R)

Print