ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმატება
თოჯინების თეატრების ფესტივალზე „მზიანი საქართველო“, ბორჯომის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ჯილდო ორ ნომინაციაში მოიპოვა.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა სპექტაკლი „ნახერხის რაინდები“, ნომინაციაში-„საუკეთესო სპექტაკლი“. ვახტანგ ქორიძეს კი ნომინაცია „საუკეთესო თოჯინების ოსტატი“ მიენიჭა.

გარდა ამისა, აქტიური მონაწილეობისთვის თეატრის დასის ყველა წევრს დიპლომები გადაეცა.

ფესტივალი 4-9 სექტემბერს ურეკში ჩატარდა, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან რვა თეატრი მონაწილეობდა.


Print