ბაკურიანში კობა წაქაძის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს
ბაკურიანის კინოთეატრში შეკრებილებმა კობა წაქაძის იუბილე აღნიშნეს და მისი სპორტული მიღწევები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ლეგენდარულ სპორტსმენს, ტრამპლინიდან მხტომელს, "მფრინავ ტორპედოდ" წოდებულ, კობა წაქაძეს, 88 წელი შეუსრულდა. ღონისძიება ბაკურიანის განვითარებიის სააგენტოს ორგანიზებით შედგა.

ღონისძიება ტრადიციულად საიუბილეო ტორტით, მილოცვებით და საჩუქრებით დასრულდა.


Print