ბორჯომის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა დღეს ბორჯომის სამუსიკო სკოლაში. მონაწილეობა იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც არაერთ კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება.

მიღწეული წარმატებებისთვის ისინი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დააჯილდოვა.

მუსიკის მოყვარულებმა 15-მდე მოსწავლის მიერ შესრულებული ნაწარმოები მოისმინეს.

Print