ახალი წელი ბორჯომში ღონისძიებებით აღინიშნება
ბორჯომში 2022 წელს საახალწლო ღონისძიებებით შეხვდება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში დაიდგა. 22 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, ბორჯომის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება. 31 დეკემბერს კი ახალი წლის მთავარი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ცნობადი სახეები. გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.
Print