ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება




მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი,  10 ოქტომბრიდან - 25 ოქტომბრის ჩათვლით
რიგით მე-6 ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.


სპექტაკლების დასაწყისი 19 სთ. ბილეთის ფასი 5 ლარი. (სალარო 555 90 22 79)


გთავაზობთ საფესტივალო სპექტაკლების განრიგს დღეების მიხედვით:


10 ოქტომბერი – თბილისის თავისუფალი თეატრი–ავთანდილ ვარსიმაშვილის ,,სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი". რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი;


11 ოქტომბერი - ქუთაისი ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი – მ. კუკულავას „გადაუღებლად წვიმს 13/06“. რეჟისორი ლ. ბურბუთაშვილი;


12 ოქტომბერი - ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თ. მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“. რეჟისორი ნ. ჩიკვაიძე;


13 ოქტომბერი - თელავის ვაჟა-ფშაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ნ. რამიშვილის, გ. ჩაკვეტაძეს „გაჭედილები“ - რეჟისორი გ. ჩაკვეტაძე;


14 ოქტომბერი - თბილისის პ. ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი - ა. ცაგარელის, ქ. ბახუტაშვილის „ძველი ქართული ვოდევილები“. რეჟისორი ვ. გოძიაშვილი, აღდგენა: ა. ბაიანდურიანი, ლ. უზუნიანი;


15 ოქტომბერი - გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი - ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. რეჟისორი ს. ნემსაძე;


16 ოქტომბერი - თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი– დ. ხვთისიაშვილის, ა. მირიანაშვილის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“. რეჟისორი დ. ხვთისიაშვილი;


18 ოქტომბერი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი– ნ. დუმბაძეს „საბრალდებო დასკვნა“. რეჟისორი რ. იოსელიანი;


19 ოქტომბერი - თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი– ნ. დუმბაძეს „HELLADOS“. რეჟისორი ი. გოზალოვა;


20 ოქტომბერი - გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ი. გოგებაშვილის „სიყვარული შობს სიყვარულს“. რეჟისორი ე.მაცხონაშვილი;


21 ოქტომბერი - თბილისის მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი– ნ. სადღობელაშვილის „მწვანე ბარათი“. რეჟისორი გ. სიხარულიძე;


22 ოქტომბერი - მოლდოვის ქ. კაჰულის რესპუბლიკური მუსლიკალურ-დრამატული თეატრი - მ. პრეპელითას „ორს პლიუს ერთი და ცხენი“. რეჟისორი გ. მანდრუ;


23 ოქტომბერი - უკრაინის, ქ. ხერსონის ნ. კულიშას სახელობის მუსლიკალურ-დრამატული თეატრი– ნ. მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“. რეჟისორი კ. გოგიძე;


24 ოქტომბერი - ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი– ა. ცაგარელის „ხანუმა“. რეჟისორი ა. ენუქიძე;


25 ოქტომბერი - მესხეთი სახელმწიფო დრამატული თეატრი - ვაჟა-ფშაველას „სტუმარ მასპინძელი“. რეჟისორი ვ. ხუციშვილი.




Print