ბორჯომის სამუსიკო სკოლა წარმატებული მოღვაწეობის მრავაწლიანი ისტორიას აგრძელებს (R)
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბორჯომის სამუსიკო სკოლას წარმატებული მოღვაწეობის მრავაწლიანი ისტორია აქვს. პანდემიის მიუხედავად, გასული წლების მსგავსად ეს წელიც გამარჯვებების მომტანი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ კონკურსებში და მოიპოვეს აღიარება.

გარდა პიანისტებისა, წარმატებები მოიპოვეს პატარა მუსიკოსებმაც. „ჩემი საქართველო სად არის“ - ასე ერქვა კონკურსს, რომლის საფინალო ტურიც მარნეულში გაიმართა და მასში მონაწილეობა ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
წელს სამუსიკო სკოლა 38 მოსწავლემ დაამთავრა. მათ სამუსიკო განათლების მიღების საშუალება განახლებულ გარემოში მიეცათ.
სკოლას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა რეგიონული განვითარების ფონდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მაღალი ხარისხის კლასიკური განათლება. იგეგმება სიახლეებიც.
ბორჯომის სამუსიკო სკოლაში სწავლა ახალი სასწავლო წლიდან კვლავ განახლდება. სამუსიკო სკოლა ბორჯომში 1973 წლიდან ფუნქციონირებს, შენობა კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსს ატარებს.



Print