ბორჯომის სამუსიკო სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
დღეიდან ბორჯომის სამუსიკო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში მხარის რწმუნებულის მოადგილემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გაჭრეს.
კეთილმოწყობილია ყველა ოთახი, ობიექტი სრულად რეაბილიტირებულია და ინვენტარით აღჭურვილი. სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერიც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადს პირველადი სახე შეუნარჩუნდა.

ბორჯომის სამუსიკო სკოლის განახლება-რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 444 117 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა. ამას დაემატა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ინვენტარის შესაძენად.

(R)

Print