„და წავალ ქარში“ - ბორჯომში ხათუნა ურჩაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
"და წავალ ქარში" - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ბორჯომის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა. წიგნის ავტორი ხათუნა ურჩაძეა. წიგნი მოგვითხრობს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების და მოღვაწეობის ადრეულ წლებს.

პრეზენტაციას, ადგილობრივებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. წაიკითხეს წიგნიდან ამონარიდები და ისაუბრეს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაზე. ახალი წიგნის შეძენა მსურველს, ქსელურ მაღაზიებში შეუძლია.
ღონისძიება რამდენიმე საათს გაგრძელდა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ანსაბლი ,, მზეშინა.""



Print