ბორჯომის სამუსიკო სკოლის დირექტორად მარინა ქიტიაშვილი დაინიშნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებებია. სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელად - მარინა ქიტიაშვილი ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ სოსო რაზმაძემ დღეს წარადგინეს.
მარინა ქიტიაშვილმა დაამთავრა ბორჯომის N6 საჯარო სკოლა;
იგი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. სამუსიკო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ფრუნზეს ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში საფორტეპიანო ფაკულტეტზე, დაამთავრა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
ბორჯომის სამუსიკო სკოლაში 30-წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა
2012 წლიდან სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლ "ოქტავას" მუსიკალური ხელმძღვანელია.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

Print