ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, ახალი დირექტორი ჰყავს
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, ახალი დირექტორი ჰყავს გაიოზ დვალიშვილი ამ თანამდებობაზე მეორედ  დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს,
- გაიოზ დვალიშვილი დაიბადა 1972 წლის 21 მაისს ქ. ბორჯომში;
დაამთავრა ბორჯომის N3 საჯარო სკოლა; გიგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებულია. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი.
2012-2015 წლებში იყო ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, იკავებდა ბორჯომის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ასევე იყო ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, ახალი უფროსი ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ სოსო რაზმაძემ დღეს წარადგინეს.


Print