არტ სახელოსნოს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ბორჯომის ცენტრალურ პარკში (R)
„ბორჯომის ტრენინგ-ცენტრის“ არტ სახელოსნოს მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. პანდემიის დროს შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები ბორჯომის ცენტრალურ პარკში გამოფინეს. ასევე პროექტის „გააცოცხლე ისტორია, შეიყვარე შენი ქალაქი“ ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა. მოსწავლეებმა კომპანია „მარი გოლდის“ გათანამედროვებული ქართული სამოსი მოირგეს და ფოტოები ბორჯომის ღირსშესანიშნავ ადგილებში გადაიღეს. ღონისძიება „ჩვენი ბორჯომისათვის“ ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და „IDS ბორჯომი საქართველო“ მხარდაჭერით გაიმართა.
Print